- რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი
- რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად ჩამოყალიბდა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, რომელიც კონტროლს უწევს კონვენციის პირობების შესრულებას. ეს გაერო-ს მიერ შექმნილი პირველი უწყებაა, რომელიც მონიტორინგს უწევს და განიხილავს სახელმწიფოს შესაბამისობას კონკრეტულ სახელშეკრულებო ვალდებულებებთან. სხვა ამგვარი კომიტეტების მსგავსად, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ამჟამად იკრიბება ჟენევაში და მას მხარდაჭერას უწევს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის გაერო-ს ოფისის სამდივნო. რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში შედის თვრამეტი „უნაკლო მორალური თვისებების მქონე და მიუკერძოებელი ექსპერტი“ (მუხლი 8 (1)). ექსპერტთა ეს ჯგუფი ასრულებს მეტად მნიშვნელოვან როლს კონვენციის განხორციელების საქმეში. წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით, თუმცა მათი ნახევარი გადაირჩევა ყოველ ორ წელიწადში. როგორც გაეროს ბევრ სხვა ორგანოში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრები უნდა გამოხატავდნენ „თანაბარ გეოგრაფიულ გადანაწილებას და წარმოადგენდნენ ცივილიზაციის და ასევე სამართლებრივი სისტემების სხვადასხვა ფორმას“. თითოეული სახელმწიფო ასახელებს ერთ პირს, შეთანხმების მონაწილე ყველა სახელმწიფოს საიდუმლო ხმას, რაც განსაზღვრავს კომიტეტის შემადგენლობას. რა თქმა უნდა, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ავტონომიური ორგანოა.Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
Georgian encyclopedia. 2013.